ახალი ამბები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონალურ დირექტორად ანზორ მანწკავა დაინიშნა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საოპერაციო და რეგიონალური დირექტორის პოსტზე ანზორ მანწკავა დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის განვითარების კონსცორიცუმიდან“ აცნობეს. ამავე ინფორმაციით, მანწკავა კომპანიის საოპერაციო მოვალეობებს სამშენებლო და კომეციული მიმართულებით შეასრულებს . გარდა ამისა, ის უხელმძღვანელებს სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს და ანაკლიის პორტის პროექტის წარმომადგენელი იქნება სამეგრელოს რეგიონში.

„მიხარია რომ სულ რამდენიმე დღეა შევუერთდი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საოცარ გუნდს COO და რეგიონალური დირექტორის პოზიციაზე. მაქვს მნიშვნელოვანი გეგმები რეგიონთან დაკავშირებით და დიდი სურვილი რეგიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანთან და ჩემს გუნდთან ერთად მოვიტანო მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის რეგიონალური დირექტორი ანზორ მანწკავა.

მანწაკავ ზუგდიდის ახლად დანიშნულ ვიცე მერს გეგა შენგელიას შეხვდა. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, საუბარი შეეხო ჩატარებულ სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს. მანწკავას თქმით, ვიცემერმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ანზორ მანწკავა მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მისი ძირითადი საქმინობა უკავშირდება „თიბისი ბანკს“, სადაც ის იყო შიდა აუდიტის უფროსი და „თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანიის „თიბისი ფეის“ დირექტორი. ანზორ მანწკავას მიღებული აქვს განათლება საქართველოში, ინგლისსა და აშშ- ში. დამთავრებული აქვს MBA დიდი ბრიტანეთის Warwick Business School- ში. შექმნილი აქვს დისერტაცია და სოციალური მედიის სტრატეგიის პროექტი ყველაზე დიდ Building Society-სთვის ინგლისში, Nationwide-სთვის.

Print