რეგიონი
შსს ჩხეტიასა და უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე: სუს-თან ერთად დავადგენთ, არიან თუ არა კავშირში პოლიტიკურ პროცესებთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასტუმროებში „გურუ“ და „ალიანსი“ დაკავებულია 7 პირი, რომელთაგან ერთი საქართველოს, დანარჩენი კი უკრაინის მოქალაქეა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან“, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახის ინფორმაციით კი, მის საცხოვრებელ სახლში, ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა ლუკა ჩხეტიას დის, მარინა ჩხეტიას თქმით, სამარალდამცავებს სახლიდან არაფერი ამოუღიათ.

ოჯახი ჩხეტიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

ამავე თემაზე:

დონბასში მებრძოლი ზუგდიდელი ლუკა ჩხეტიას ოჯახი: მისი დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა 
Print