რეგიონი
რუსეთში აფხაზური მანდარინის ხარისხს შეამოწმებენ
რუსეთის ფედერაციაში დე ფაქტო აფხაზეთიდან შეტანილ მანდარინს შეამოწმებენ. სპეცპროექტი, რომელსაც ხარისხის მაკონტროლებელი უწყება ახორციელებს, ეხება არა მარტო აფხაზურ, არამედ პერუდან, სამხრეთ აფრიკიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და მაროკოდან შესულ ციტრუსს.

„აფსნი ლაიფის“ ინფორმაციით, მანდარინები ხარისხის და უსაფრთხოების 250 მაჩვენებელზე შემოწმდება. ამის შემდეგ, „როსკაჩესტვო“ მომხმარებლისთვის შეადგენს „გზამკვლევს“. შედეგები წინასაახალწლო დღეებში უწყების ვებგვერდზე განთავსდება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან სოჭის საბაჟოზე 3 ათას 550 ტონა ციტრუსი გაფორმდა. ამავე ცნობით, ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით. პროდუქციით დატვირთული სატრანსპორტო ნაკადი 24 საათის განმავლობაში კვეთს ადლერის საბაჟო პუნქტს, პრიორიტეტი სასოფლო - სამეურნეო პროდუქციას ენიჭება.

Print