ახალი ამბები
თბილისში გუკა ბაძაღუას საქმეზე სასამართლო პროცესი სოლიდარობის აქციის ფონზე იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება პროცესი გუკა ბაძაღუას საქმეზე, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ დაკავებულის მეგობრები, ოჯახის წევრები და სტუდენტები, რომელთაც გუკას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციისთვის და პროცესზე დასასწრებად მოქალაქეები თბილისში ზუგდიდიდანაც ჩავიდნენ. მათ ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: "მორჩეს ტყვეობა", "გუკა პროკურატურის ტყვე" და სხვ.

„აქ იყო სოლიდარობის აქცია, სადაც ისეთი ადამიანებიც იყვნენ, ვინც საერთოდ არც იცნობს გუკას. პროცესი წუთი-წუთზე დაიწყება. მოვედით, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მას“, - გვითხრა ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ.

 მსგავსი აქცია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ 26 ნოემბერსაც გაიმართა.

alt

გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდში აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარაიასაც სთხოვეს. 

თავისუფლება გუკას - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)





Print