რეგიონი
სამხედროების 60 ოჯახს გუდაუთაში ბინები გადასცეს
აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროების 60 ოჯახს ბინები გადასცეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან აშენებული სახლები გუდაუთაში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარეობს. ბინები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ყოველ სახლში არის სატელიტური ტელევიზია, გაყვანილია სატელეფონო ხაზი და ინტერნეტი. ეზოებში მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები. ბინები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, წერს "ნაშა აბხაზია".

ამავე ცნობით, მიმდინარე წელს ახალი ბინის გასაღები 4 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.


Print