ახალი ამბები
ლუკა ჩხეტიას და: სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას დის ინფორმაციით, ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩხეტიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. მარინა ჩხეტიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, რადგანაც მათი მტკიცებით, ჩხეტია პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან ის უკრაინელ სტუმრებთად ერთად არის მინისტრის პირადი პატიმარი და მათ მიმართ ავრცელებენ ათასგვარ ჭორს. ლუკას მიმართ სოციალურ ქსელში მისი აქტიურობისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობის გამო ხორციელდება პოლიტიკური დევნა“, - თქვა დაკავებული სამხედროს დამ.

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზუგდიდელ ლუკა ჩხეტიას და მასთან ერთად უკრაინის ექვს მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე:

ლუკა ჩხეტიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 


Print