ახალი ამბები
ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება
ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ამასთან, სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.

ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა 4 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ მინისტერიალზე დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს მოსამზადებლად ნატოს წევრობისთვის.
Print