ახალი ამბები
მინისტრი: ფაროსანასთან ბრძოლისთვის 2019 წელს 45 მილიონია გათვალისწინებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ხანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სოფლის მეურნეობის განვითარების ის ეტაპი, რომელზეც ქვეყანა იმყოფება და დამატებითი ვალდებულება აიღო.

„ბევრად უკეთესი შედეგია მიღწეული და შესაბამისად, ფაროსანას მავნებლობა თხილთან დაკავშირებით საკმაოდ მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ, მოუვლელობამ წინა პლანზე სხვა პრობლემები წამოწია, რომელმაც გაანადგურა როგორც თხილის მოსავალი, ისე მისი ხარისხი. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, შენარჩუნებული იქნება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ვატარებდით და ამავე დროს ინერგება სხვადასხვა ახალი წინადადება, რომელიც 2019 წლისთვის გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, რომ მთავრობა მასზე დაკისრებულ ფუნქციას 2019 წელსაც წარმატებით შეასრულებს. ასევე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ფერმერების მხრიდან უფრო სრულყოფილი მხარდაჭერა იქნება, ვიდრე მიმდინარე წელს იყო და შესაბამისად, მათი მოსავალი უფრო უკეთესი და ხარისხიანი იქნება“, - აღნიშნა მან.


Print