ახალი ამბები
აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას დაშავდა მეორე პოლიციელიც, რომელსაც მცირე ნაკაწრი აღენიშნება.  

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print