ახალი ამბები
აბაშაში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, აბაშაში გუშინ დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება. პაციენტი ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 
ამავე თემაზე:

აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
Print