რეგიონი
აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის რეკორდული რაოდენობა გაიტანეს
"რუსეთ - აფხაზეთის საზღვარზე" ახალი რეკორდი დამყარდა. ციტრუსების სეზონის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციაში 7,5 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს. ეს თითქმის 4- ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს „აფსნი ლაიფი“. ამავე ცნობით, საშუალოდ, დღე - ღამის განმავლობაში სოჭის საბაჟოზე 350 ტონა პროდუქციას გადის. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლის უშანგი კვიცინიას თქმით, წინასაახალწლო დღეებში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა, შესაძლოა, 700 ტონამდე გაიზარდოს.

გასულ წელს ციტრუსის მოსავლის მკვეთრად შემცირება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულმა ზიანმა გამოიწვია. ამჟამად, პროდუქცია მკაცრ საბაჟო კონტროლს გადის.

ამავე ცნობით, ფიზიკურ პირებს „საზღვარზე“ 1500 ევროს ღირებულების საქონლის, (50 კგ. წონის) გატანის უფლება აქვთ. 2019 წლის 1 იანვრიდან წესები შეიცვლება და პირადი მოხმარების მიზნით, მხოლოდ 500 ევროს ღირებულების (25კგ. წონის) საქონლის გატანა იქნება შესაძლებელი.
Print