ახალი ამბები
სამეგრელოში დღეიდან ამინდი გაუარესდება
დღეიდან სინოპტიკოსები სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაურესებას ელოდებიან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დღეს, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს და ტემპერატურაც დაიკლებს, მაღალ მთაში კი მოთოვს.

„ხვალ დილით გამოიდარებს, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და სიცივეა მოსალოდნელი. 13-ში მნიშვნელოვნად დაიკლებს ტემპერატურა“, - გვითხრეს სააგენტოში.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მომდევნო ორი დღის განმავლობაში 8-10 გრადუსამდე იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 14 დეკემბრიდან ელოდებიან.
Print