ახალი ამბები
ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტები გადაუდებელი მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებულები და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიკოსები ჯერ ვერ საუბრობენ.

შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print