ახალი ამბები
13 წლის უშგულელ გიდს პრემიერმა „მთის შვილის“ ჯილდო გადასცა
13 წლის უშგულელ გიდს გიორგი ქოჩქიანს მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისზიებაზე პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ჯილდო „მთის შვილი“ გადასცა. მამუკა ბახტაძის თქმით, ქოჩქიანი მთაში ახალი თაობის საუკეთესო მაგალითია.

“მინდა გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან. როგორი პატრიოტები, ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ამოცანაა ის, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური ამოცანა. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა დაჯილდოებისას ბახტაძემ.

გიორგი ქოჩქიანი 13 წლის არის. ის ტურისტებს უშგულში მეგზურობას უწევს და სხვადასხვა ენებზე კულტურას აცნობს.

Print