ახალი ამბები
მარტვილში იუსტიციის სახლი გაიხსნა
მარტვილში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლი მინისტრმა თეა წულუკიანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასა და პარლამენტის დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მარტვილის ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სარიტუალო სახლიც გაიხსნა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართა, გასართობი ღონისძიებები მოეწყო ბავშვებისათვის, საღამო კი - ფოიერვერკით დასრულდა.

მარტვილის იუსტიციის სახლი, ბოლო წლების განმავლობაში, აშენებული მეცხრე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, იუსტიციის სახლები, უახლოეს პერიოდში კი, გუბერნიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ფილიალი, სენაკში გაიხსნება.

Print