რეგიონი
აფხაზეთში მანდარინის საკრეფად აფრიკელი სტუდენტებიც ჩავიდნენ
აფხაზეთში მანდარინის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მხოლოდ გულრიფშის ცისტურსების მეურენობამ რუსეთში 400 ტონადმე მანდარინი გაიტანა, საახალწლოდ კიდევ 250 ტონის გატანა იგეგმება, წერს ინტერნეტგამოცემა „აიაირა“.

გულრიფშის მანდარინის პლანტაციებზე, როგორც ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები, ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, თვითგამოცახდებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან ჩამოსული მოქალაქეები მუშაობენ. გამოცემის ცნობით, წელს მანდარინის კრეფაში კოტ-დ’ივუარიდან ჩამოსული სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას.

მეურნეობის მიმღები პუნქტის ხელმძღვანელის სლავიკ ანქვაბის ცნობით, წელს აფხაზეთში მოსავალი უხვი და მაღალხარისხიანია.
Print