ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქეებს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა გააცნეს (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოელი სამეგრელოში მცხოვრები ადამიანისთვის, თუ მათ აქვთ გლობალური, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის მქონე სტარტაფ ბიზნეს იდეა, შემოიტანოს განაცხადი და მიიღოს 100 000 ლარამდე საგრანტო დაფინანსება“, - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძემ.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

alt

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.


Print