რეგიონი
ლაშა გოგია და გია გულორდავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და გია გულორდავა თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გოგიას ინტერესების დამცველმა ზურაბ ბელთაძემ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვდა, რადგან ბელთაძის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი უდანაშაულოა.

"გოგია არ ცნობს თავს დამნაშავედ. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს მის წინააღმდეგ და ვითხოვდით აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას. ალტერნატივის სახით იყო შეთავაზებული გირაო 10 000 ლარის ოდენობით, თუმცა მოსამართლე არც ამაზე დაგვთანხმდა", - აღნიშნა ბელთაძემ.

თავიდან გოგიას ინტერესებს ადვოკატი ბადრი მამულაძე უცავდა, თუმცა, ბელთაძის თქმით, ის საქმეში, დაახლოებით, ერთი თვის წინ. ყოფილი მერის ოჯახის ინიციატივით ჩაერთო.

რაც შეეხება ყოფილ ვიცე-მერს გია გულორდავას, მისმა ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა გვითხრა, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვების აუცილებლობა არ იყო, თუმცა, მოსამართლემ გულორდავაც პატიმრობაში დატოვა.

ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ყოფილ მერსა და ყოფილ ვიცე მერს წინასწარი პატიმრობა სამ ნოემბერს შეეფარდათ.

ამავე თემაზე:

გოგიას და გულორდავას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
Print