ახალი ამბები
ფოთში აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა, რის შედეგადაც 25 წლის მამაკაცმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შს სამინისტრომ, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
Print