რეგიონი
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები დააჯილდოვეს
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები, ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები მხედრული მამაცობისთვის გადაეცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ:

ვახტანგ ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), ლევან თოდუა (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), მერაბ ქვილითაია (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), შოთა ფაჩუაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), თენგის კოპალიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), შერმადინ ქობალია (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), მურმან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რომან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), ავთანდილ გოგუა (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რეზო ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ხვიჩა სულაკაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ბადრი შელეგია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თამაზ მიქაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გიორგი თვალავაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თენგიზ ვეკუა (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გია ლიპარტია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ელგუჯა მანაგაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), მერაბ ზარანდია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), რევაზ გელაშვილი (მედალი), გენადი გაბუნია (მედალი), მამუკა ჯელაძე (მედალი), დათო ბენდელიანი (მედალი), ვახტანგ ხურცილავა (მედალი), თემურ ხასია (მედალი), გია ჯახია (მედალი), გივი უგრეხელიძე (მედალი), მაცი ქირია (მედალი), ვალტერ ღვინჯილია (მედალი).
alt
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ გადასცეს. ღონისძიებას დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები დაესწრნენ.
alt
მეომრები აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის 2018 წლის 29 ნოემბრის განკარგულებით, დაჯილდოვდნენ.
Print