ახალი ამბები
პროკურატურამ ია კერზაიას საქმის შესწავლა დაიწყო
საქართველოს მთავარი პროკურატურა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეს სწავლობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ პროკურატურაში უთხრეს. „მიმდინარეობს საქმის შესწავლა და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება“, - გვითხრეს უწყებაში.

ზუგდიდში, 22 დეკემბერს, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით შეიკრიბებიან. გარდაცვლილის შვილმა ბაჩანა შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით გუშინ, 19 დეკემბერს მიმართა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართება


Print