რეგიონი
დაყაჩაღებისას დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული
ზუგდიდში, თხილის ქარხნის დაყაჩაღების დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია. ზუგდიდის რეფერალური საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟოანიას ინფორმაციით, ,პაციენტს თავის არეში აღენიშნება მცირე ზომის ჭრილობა და ამ ეტაპზე მას კომპიტერული ტომოგრაფია უტარდება. ზუგდიდში, ფაიფურის დაახლებაში მდებარე თხილის ქარხანა "თურალ გრუფი", დაახლოებით, ერთი საათის წინ დააყაჩაღეს. ქარხნის დირექტორის მაია მიქავას ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ლარი

ზუგდიდში თხილის ქარხანა "თურალ გრუფს", დაახლოებით, საღამო რვა საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და 50 000 ლარი წაიღეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

Print