ახალი ამბები
ზუგდიდში ყაჩაღობისას დაშავებული საავადმყოფოდან გაწერეს
ზუგდიდში წუხელ თხილის ქარხანის ყაჩაღობისას დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თავის არეში ბლაგვი საგნისგან მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხანა "თურალ გრუფი" დააყაჩაღეს. ქარხნის დირექტორის მაია მიქავას ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ლარი.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე: 

აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

ზუგდიდში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

დაყაჩაღებისას დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული
Print