ზუგდიდში გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა (ვიდეო)
13:32 / 21.12.2018
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მისმა თანამოაზრეებმა, მხარდამჭერებმა და გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა პირველი პრეზიდენტის
მკვლელობის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენაა.
„ჩვენი მოთხოვნაა გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება, მკვლელობისა და დამკვეთების დასჯა. კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. ბოლომდე მხარს ვუჭერთ ძმებ გამსახურდიებისნ მოთხოვნას“, - თქვა ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა ლოთი ქობალიამ.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: „გამსახურდიების მოთხოვნა სამართლიანია“, „ზუგდიდი მხარს უჭერს გამსახურდიების მოთხოვნას“. მათ გამსახურდიას ძეგლთან სანთლებიც დაანთეს. „1992 წლიდან ვინც ხელს უშლის გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას, ყველა უნდა გასამართლდეს. რაც შეეხება ხანდაზმულობას, ეს არ უნდა ეხებოდეს სახელმწიფო მოღვაწის საქმეს“, - აღნიშნა ვლადიმერ ქარდავამ.
შეკრებილების ინფორმაციით, აქცია სოციალურ ქსელში სპონტანურად დაიგეგმა და საჭიროების შემთხვევაში, აქციებს კიდევ გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები