რეგიონი
დრანდაში ახალ ციხეს ააშენებენ
გულრიფშის რაიონში ახალი ციხის ასაშენებლად 15 ჰა მიწას  გამოყოფენ.  გადაწყვეტილება სოხუმში დღეს მიიღეს, წერს „აბხაზია ინფორმი“. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს მინისტრის გარი არშბას განმარტებით, დრანდაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება 500 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება. მისივე თქმით, აქვე მოეწყობა შესაბამისი ობიექტები, მათ შორის, საწარმო, სადაც მსჯავრდებულები იმუშავებენ.







Print