ახალი ამბები
ანაკლიაში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადაეცათ
ანაკლიაში მცხოვრებ 13 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში, ბინები გადაეცათ. ისინი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ, გადაეცათ.

ბინების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია ესწრებოდნენ.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360 ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

Print