ახალი ამბები
"ქსენონმა" ერთი წლის მუშაობა შეაჯამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ,,ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ, ორგანიზაციის ერთი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. მან ასევე ისაუბრა,  ზიანის შემცირების პროგრამის როლზე აივ-ინფექციის და C ჰეპატიტის გავრცელების პრევენციაში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედდება.  რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ადგილზე  ღვიძლის მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებს მკურნალობის პროგრამას სთავაზობს. ამ პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია  მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს და ასევე ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის დიაგნოსტიკის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, რაც შეეხება  მკურნალობას, ის უფასოა“, - აღნიშნა ჯანშიამ.

შედეგების წარდგენას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ პროექტის განხორციელებაში ორგანიზაციას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტთან ბრძოლის პრაქტიკა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, ამიტომ მთელი ძალისხმევა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ უნდა იყოს მიმართული.



Print