ახალი ამბები
გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ვადა 5 წლით გახანგრძლივდება
მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხდვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებას არ ექნება ზვიად გამსახურდიას საქმის შეწყვეტის ვალდებულება.

„ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების, რომლითაც 5 წლით გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე და გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ზვიად გამსახურდიას შვილები პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, რამდენიმე დღეა, შიმშილობენ. საქმის გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის ბოლოს ეწურებოდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა (ვიდეო)

პრეზიდენტი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას ითხოვს

ზვიად გამსახურდიას შვილები მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ



Print