ახალი ამბები
წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების აღსაკვეთად პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ღიად და ზოგ შემთხვევაში - ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები იყო განთავსებული, მძღოლებმა კი შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სამართალდამრღვევს გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

Print