ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურატურაში დღეს გამოიკითხება
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის შვილს ბაჩანა შენგელიას მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ. ის საგამოძიებო ორგანოში ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით უპასუხებს კითხვებს.

მისი გამოკითხვა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საქმეზე მოკვლევა მთავარმა პროკურატურამ მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 დეკემბერს შენგელიამ უწყებას წერილობითი განცხადებით მიმართა.

ამავე თემაზე:

რა წერია ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ საჩივარში (ფოტო)
Print