რეგიონი
ანაკლიის ხიდზე ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა
ანაკლია- განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდის ელექტრომოწყობილობის სისტემას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა გელა ლემონჯავამ უთხრა, ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა და შემთხვევის შედეგად ხიდი არ დაზიანებულა.

"ეს ამბავი ორი დღის წინ მოხდა. მხოლოდ ელექტროსადენებს მოეკიდა. ის ანაკლიელ ბიჭებს უნახავთ შემთხვევით და დენი დროულად გამორთეს. ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებიც იყვნენ ადგილზე და როგორც ვიცი, შეამოწმეს ყველაფერი", - თქვა ლემონჯავამ.

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი 2011 წელს გაიხსნა.
Print