ახალი ამბები
სემეკი დღეს გაზის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს
სემეკმა დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის მოხმარების ტარიფი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. სხდომაზე სამი გაზგამანაწილებელი კომპანიის - ყაზტრანსგაზის, სოკარ ჯორჯიასა და ”საქ-ორგ-გაზის“ მოთხოვნებს განიხილავენ ტარიფის მატების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სემეკი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა აბონენტებს 2019 წლის იანვრიდან მოუწევთ.
Print