ახალი ამბები
რეგიონებში ბუნებრივი აირი 0,011 და 0,012 თეთრით შემცირდება
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი  რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს,  0.011 თეთრით მცირდება. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, „სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.

 „საქორგაზის აბონენტებს კი რეგიონებში ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდათ. 

ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და "ყაზტრანსგაზ თბილისის", "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგაზის" მილიონამდე აბონენტს შეეხება.
Print