რეგიონი
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი სამსახურში აღადგინეს
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია სამსახურში აღადგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" თავად იზორიამ დაუდასტურა, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს. "ნამდვილად ასეა, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, დანარჩენი ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე", - გვითხრა იზორიამ. მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ოქტომბერში დატოვა. იზორიას განმარტებით, მის მიერ პოსტიდან გადადგომა იმ ბრალდებებს უკავშირდებოდა, რომლებიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერდა. პოლიციის უფროსი კონტრაბანდული სიგარეტის ჩხოროწყუში გაყიდვასთან მის კავშირს კატეგორიულად უარჰყოფს.

ამავე თემაზე:

ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი:თანამდებობა უსაფუძვლო ბრალდებების გამო დავტოვე
Print