რეგიონი
"ლენდო" დააყაჩაღეს
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდო" დილის საათებში დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი "ლენდოში" შევიდა და იარაღის მუქარით ბანკიდან გარკვეული თანხა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

ცნობისთვის,  აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასულ წელსაც დააყაჩაღეს. მაშინ ბანკიდან 5000 ათასამდე ლარი გაიტანა.


Print