რეგიონი
ენმ და "ევროპული საქართველო" ზუგდიდის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ
ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ზუგდიდის 2019 წლია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ ფრაქციების ლიდერეა ანა წითლიძემ და ბათლომე შელიამ სხდომაზე განაცხადეს. მათი თქმით, ამის მთავარი მიზეზი ბიუჯეტის არასათანადო გადანაწილებაა, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. 

პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.
Print