ახალი ამბები
რაში დაიხარჯება ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იმ მოტივით, რომ მათი მტკიცებით, ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. მათი თქმით, მიუხედავად სახსრების სიმცირისა, ამ ეტაპისთვის ბიუჯეტი სწორედ ქალაქის საჭიროებებისთვის არის გათვალისწინებული.


მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც ჯამში 34 მილიონ 500 ათასი ლარს შეადგენს, ასე გადანაწილდა:

* 13546.1 ათასი ლარი - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
* 4200,0 ათასი ლარი - დასუფთავების პროგრამა
* 170,0 ათასი ლარი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
*100,0 ათასი ლარი - მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების და ქონების შეფასების ხარჯები
* 20.0 ათასი ლარი - ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 030204)
* 330,0 ათასი ლარი - გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
* 4300,0 ათ.ლარი - მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
* 4000,0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები ა(ა)ი.პ ,,კეთილმოწყობის ცენტრის" ბაზაზე
* 300,0 ათასი ლარი - ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა
* 250,0 ათასი ლარი - სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
* 120,0 ათასი ლარი - მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამა  
* 300,0 ათასი ლარი - შპს "ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS" ფინანსური ხელშეწყობა
* 220,0 ათასი ლარი-სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
* 50,0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობის ღონისძიებანი
* 2220,0 ათასი ლარი-რგფ-დან და მგფ-დან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება
* 50,0 ათასი ლარი-სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამა
* 586,1 ათასი ლარი-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები
* 6060,0 ათასი ლარი - განათლება
* 5000,0 ათასი ლარი - სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა
* 100,0 ათასი ლარი - საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა
* . 900,0 ათასი ლარი - სკოლისგარეშე სწავლებისა და სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა
* 50,0 ათასი ლარი - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა
* 10,0 ათასი ლარი-შ. მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობის პროგრამა
* 3310,0 ათასი ლარი - კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
* 1310,0 ათასი ლარი-სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა
* 1160,0 ათასი ლარი-მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
* 80,0 ათასი ლარი - სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
* 70,0 ათასი ლარი - ახალგაზრდული და გენდერული პროგრამების დაფინანსება
* 1840,0 ათასი ლარი-კულტურის განვითარების ხელშეწყობა
* 960,0 ათასი ლარი - ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამა
* 50,0 ათასი ლარი-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა
* 560,0 ათასი ლარი - საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა
* 200,0 ათასი ლარი - კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
* 70,0 ათასი ლარი-ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
* 40,0 ათასი ლარი - საცხენოსნო კლუბი „ხარებას“ ფინანსური ხელშეწყობა
* 20.0 ათასი ლარი - მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია
* 100,0 ათასი ლარი - რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა
* 3060.0 ათასი ლარი- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
* 270.0 ათასი ლარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
*2015,0 ათასი ლარი - „მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
* 160,0 ათასი ლარი - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

* 50,0 ათასი ლარი - ომის ვეტერანთა სოციალური დაცვისპროგრამა
* 125,0 ათასი ლარი - ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
* 220,0 ათასი ლარი - შეზღუდული   შესაძლებლობის   მქონე და ონკოლოგიურ ავადმყოფთა   სოციალური დაცვის პროგრამა
* 70,0 ათასი ლარი - მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
* 40,0 ათასი ლარი - ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა
* 75,0 ათასი ლარი - სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
* 195,0 ათასი ლარი-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა
* 140,0 ათასი ლარი - სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა
* 30,0 ათასი ლარი - დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
*110,0 ათასი ლარი - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა
* 800,0 ათასი ლარი - სამედიცინო დახმარების პროგრამა
* 50,0 ათასი ლარი - სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა
* 700,0 ათასი ლარი - უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა *
* 25,0 ათასი ლარი - პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში’’
* 8293,9 ათასი ლარი - წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა
* 220,0 ათასი ლარი - თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
* სარეზერვო ფონდი - 150,0 ათასი  ლარი

ამავე თემაზე:

მამუკა წოწერია: ენმ-ის საჩუქარს კაბინეტში შევინახავ
Print