ახალი ამბები
მარტვილში ავტოავარიების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მარტვილში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ქვეითი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გუშინ მოხდა. შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print