ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები დააჯარიმეს
საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო მოხელე და საკრებულოს ორი წევრი დააჯარიმა. აღნიშნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების შედეგად უარყოფითად შეფასდა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას მიერ შევსებული დეკლარაცია, ისევე, როგორც ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის.

რაც შეეხება საკრებულოს, დაჯარიმებულები არიან ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე დაზმირ ძიმცეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლაშა ადეიშვილი.

უარყოფითად შეაფასდა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე კიფაიას მიერ შევსებული დეკლარაცია, თუმცა მან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო.

ზუგდიდის მერიის ააიპ- ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის ზვიად ქარჩავას მიერ შევსებული დეკლარაცია კი დადებითად შეაფასეს.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, დაჯარიმდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი საჯარო მოხელეები:

1. კუტალია სამსონ - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ქ. ფოთის საკრებულო;
2. გულუა ილია - კომისიის თავმჯდომარე (ყოფილი), წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
3. დადეშქელიანი თენგიზ - ფრაქცია „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
4. ჯანაშია თორნიკე - კომისიის თავმჯდომარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
5. ხორგუანი მაია - კომისიის თავმჯდომარე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
6. ღვინჯილია თემურ - თავმჯდომარე, წალენჯიხის საკრებულო;
7. დადიანი დარეჯან - თავმჯდომარის მოადგილე, წალენჯიხის საკრებულო;
8. რუსია კახაბერ - თავმჯდომარე, სენაკის საკრებულო;

 2018 წლის განმავლობაში ჯამურად 448 დეკლარაცია შემოწმდა.
Print