ახალი ამბები
საშობაოდ ზუგდიდის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნება
„საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, დამატებით რეისებს დანიშნავს. დამატებითი რეისები თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე დაინიშნება​.

"თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები. დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 - გასვლა 08:50 – ჩასვლა 14:43. გამოსვლა 17:05 – ჩამოსვლა 22:45", – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print