ახალი ამბები
პარლამენტში ია კერზაიას საქმის განხილვას განათლების მინისტრი დაესწრება
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მივა. ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა. საპარლამენტო შეხვედრა, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გაიმართება. ჯაშის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა აღნიშნულ სკოლაში შიდა აუდიტის სამსახურის შესვლა და ამავე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხია.

„კომიტეტის სხდომაზე პროცედურა არ დარღვეულა. პირადად ჩემთვის იმ სხდომაზე, სადაც უნდა განგვეხილა ინსპექტირების სამსახურის ანგარიში, მინისტრის დასწრების აუცილებლობა არ ყოფილა. მიხეილ ბატიაშვილი მზად არის უმცირესობასთან შესახვედრად. შეხვედრა ალბათ, თებერვლის დასაწყისში გაიმართება",- განაცხადა ჯაშმა.

შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა 28 დეკემბერს უნდა გამართულიყო. აღნიშნულ სხდომაზე სამინისტრო აუდიტის სამსახურის უფროსიც ესწრებოდა, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათ სხდომაზე მინისტრის დაუსწრებლობა გააპროტესტეს. სხდომა ხმაურით წარიმართა, რის გამოც განხილვა არ გაიმართა.

ამავე თემაზე:
ია კერზაიას საქმის განხილვა პარლამენტში ისევ გადაიდო

ბაჩანა შენგელია:განათლების სამინისტროდან ოფიციალური დოკუმენტაციის ნაცვლად ცარიელი ბლანკი გამომიგზავნეს

ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმეზე პარლამენტში კომიტეტის სხდომას დაესწრება



Print