ახალი ამბები
„ლეილა სამეგრელოს ვარსკვლავი“ - წიგნი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში და ინდოელების ფილმი
ისტორიკოსი გიორგი კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მან ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გადაიღო. ფოტოზე წიგნია აღბეჭდილი სახელწოდებით „ლეილა -სამეგრელოს ვარსკვლავი“. ხელოვნების სასახლის დირექტორი წერს, რომ წიგნი 1860 წელს არის გამოცემული, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
alt
"როგორც მოსალოდნელი იყო ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში სასწაული მასალა ინახება ჩვენი ქვეყნის შესახებ, აჰა ბატონო ერთი მაგალითი: ამერიკული გემის კაპიტნის სმიტის საჩუქარი ბიბლიოთეკას, წიგნი სახელად „Leila or The star of Mingrelia“. არც მეტი არც ნაკლები, გამოცემული ნიუ იორკში 1860 წელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს რომ ეს უნიკალური შანსი მომცა. მოკლედ, სულ კაი ამბებია! გუშინ ჩემთვის უცნობი ნაწარმოები „ლეილა სამეგრელოს ვარსკვლავი“ ვიპოვე ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, დღეს ჩემმა მეგობარმა მურატ ცინცაძემ კი გაარკვია, რომ ამ ნაწარმოების მიხედვით 1931 წელს ინდოელებს ფილმი გადაუღიათ, აჰა დასტურად აფიშაც! აი რა შორს წავიდა თურმე ჩვენი მეგრელი ლეილა, ჩვენ კი ქართველებმა რამდენი რამ არ ვიცით, რამდენი რამ თავიდან გვაქვს აღმოსაჩენი“, - წერს კალანდია.


ფოტო: გიორგი კალანდია
Print