ახალი ამბები
საკრებულოს წევრმა მერიას ზუგდიდში საიმიჯო დაფების განთავსების ინიციატივით მიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ სანდრო სორდიამ მერიას ინიციატივით ოფიციალურად მიმართა და შესთავაზა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საიმიჯო დაფები განათავსონ. მისი იდეაა, რომ საიმიჯო დაფებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შეფასებები აღიბეჭდოს, რომლებშიც ისინი ზუგდიდზე საუბრობენ. სორდიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ინიციატივის მიზანი ქალაქის პოპულარიზაციაა.

alt

„ინიციატივის მიზანია ჩვენი ქალაქის პოპულარიზაცია და მის შესახებ ინტერესის გაღრმავება იმ ადამიანებში, რომლებიც არც ისე კარგად იცნობენ ან საერთოდ არ იცნობენ ჩვენი ქალაქის ისტორიას, მის მჭიდრო ისტორიულ კავშირს ევროპულ
კულტურასთან. მე შევთავაზე კონსტანტინე გამსახურდიას და ბერტა ფონ ზუტნერისეული შეფასებები და მოგონებები ზუგდიდზე“, - გვითხრა სორდიამ.

alt

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში განგვიმარტეს, რომ შესაბამისმა განყოფილებამ საკითხის შესწავლა და განხილვა დაიწყო.

Print