ახალი ამბები
რომელ სოფლებში დაიწყება გზების რეაბილიტაცია 2019 წელს (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე სოფელში გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. სულ აღნიშნული სამუშაოებისთვის 6 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, თითოეულ მათგანში წინადადებების მიღება 27 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია ახალსოფლის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე გზის საფარის რეაბილიტაცია, რისთვისაც, თითქმის, 600 ათასი ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები დაყოფილია ორ ეტაპად: პირველი ეტაპზე, 2019 წელს, არაუმეტეს 385 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღის ვადაში. ხოლო მეორე ეტაპზე, 2020 წელს- 214 040 ლარის ღირებულების სამუშაოები. 

alt



გზის საფარი რეაბილიტირდება ზედაწერეშიც და ამისთვის 675 ათასამდე ლარი გათვალისწინებული. ამ შემთხვევაშიც, სამუშაოები ორ ეტაპად არის დაყოფილი. შესაბამისად, 2019 წელს არაუმეტეს 400 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 43 დღის ვადაში, ხოლო 2020 წელს - დარჩენილი თანხის. 

alt


რუხში, ზ. თოდუას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდისთვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულება თითქმის 990 ათასი ლარია. 2019 წელს სამუშაოებისთვის, რომელიც ხელშეკრულების დადებიდან 50 დღეში უნდა დასრულდეს, 500 000 ლარია გათვალისწინებული, 2020 წელს კი 490 ათასამდე ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს.

alt


ჭაქვინჯში, ბაღმარანის უბანში, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მილიონ 690 ათას ლარზე მეტი  ლარი დაჯდება., აქედან პირველ ეტაპზე, 2019 წელს, თითქმის, ოთხ თვეში შესასრულებელი სამუშაოებისთვის მილიონი, 2020 წელს კი 690 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

alt


ურთისა და აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 855 ათასამდე ლარია, რომელთაგან 2019 წელს 400 ათასი, დანარჩენი კი 2020 წელს უნდა დაიხარჯოს.

alt


ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები 735 ათასამდე ლარი დაჯდება. ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში გამარჯვებულმა კომპანიამ 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეასრულოს, 2010 წელს 235 ათასამდე ლარის ღირებულების.

2019 წელს დაიწყება რუხში, საავადმყოფომდე მისასვლელი გზის (ესართიას ქუჩა) საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც და ის სულ 440 ათას ლარზე მეტი დაჯდება. გამარჯვებულმა სამუშაოები, საახლოებით, ხელშეკრულების გაფორმდებიდან, დაახლოებით, ორ თვეში უნდა შეასრულოს. აღნიშნულ ტენდერში წინადადებების შეტანა მსურველებს 26-დან 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

alt
Print