ახალი ამბები
გიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს, საოკუპაციო ხაზთან, სამეგრელოს სოფლებში შეხვდა. შს სამინიტროს ინფორმაციით, მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნაორის ალექსანდრე მოწერელია.

alt

განმუხურის გარდა, გახარია რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.


Print