რეგიონი
აფეთქების შედეგად გაგრის რაიონში მამაკაცი დაშავდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში მანქანის აფეთქების შედეგად 53 წლის მამაკაცი დაშავდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მავე ცნობით, დაშავებული მოსკოველი ბიზნესმენი მიხეილ ევალენკოა. 

„ოპერატიული - სამძებრო ჯგუფის მიერ დადგინდა, რომ სამშაბათს 15 იანვარს დაახლოებით 16:25 წუთზე  გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში, აფსნის ქუჩაზე Audi-ის მარკის ავტომობილის წინა ნაწილი აფეთქდა“, - იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს მიხეილ ევალენკო თავის კუთვნილ მანქანასთან ახლოს იმყოფებოდა და მრავლობითი დაზიანება მიიღო. ინციდენტის შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მომხდარის დეტალები ზუსტდება.

Print