ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსამხური ავრცელებს. ის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. 

პროფესიით სამართალმცოდნე მალხაზ თორია გუბერნატორის მეოთხე მოადგილე იქნება. მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი.

ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.  თორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი დაამთავრა. თორიას გარდა მოწერელიას მოადგილეები არიან ირაკლი ჯიქია, ნინო ვიბლიანი და კობა ქანთარია.
Print