ახალი ამბები
საკრებულოში ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების სტრუქტურისა და საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ა(ა)იპების არსებული ფორმით საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობა, სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაცია განიხილეს.

სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო სექტორისგან, ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან დაკომპლექტდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფი დეკემბერში შეიქმნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში ააიპ-ების შემსწავლელი კომისია შეიქმნა
Print