ახალი ამბები
ევროკავშირი ანაკლიის პორტს 233 მილიონი ევროთი დააფინანსებს
ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ანაკლიის პორტის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე 233 მილიონი ევრო არის მითითებული.

პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა - 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP; სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე - 100 მილიონი ევრო. აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტში გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

ამავე თემაზე:

გაზაფხულიდან ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ მასშაბურ ეტაპზე გადადის




Print