ახალი ამბები
ზუგდიდში "ღორის გრიპით" მამაკაცის გარდაცვალება დადასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ზუგდიდში გარდაცვლილ მამაკაცს H1N1 ვირუსი ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნული ლაბორატიროულად დადასტურებულულია.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, მან საავადმყოფოს დაგვიანებით, გრიპის დაწყებიდან მეექვსე დღეს მიმართა. ჰქონდა ერთ-ერთი ქრონიკული დაავადება, თუმცა ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შემოყვანილი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, სამი ადამიანი გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში გრიპის სიმპტომებით მამაკაცი გარდაიცვალა
Print